05:09 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)
38 0 0

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველები“ მთავრობასთან პირისპირ მარტო დარჩენით რისკავენ.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კვალდაკვალ „რიონის ხეობის მცველების“ მხარდაჭერაზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის, უარი კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თქვა.

„მწვანე ალტერნატივამ“, რომელიც ასევე „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერა გუშინ შეწყვიტა. ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავისი პოზიცია ასევე იმით ახსნა, რომ მათთვისაც მიუღებელია თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, რომელიც რადიკალური, ძალადობის მომხრე დაჯგუფებების გვერდით დადგა.

მათი თქმით, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს – კვლავ „რიონის ხეობის გადარჩენის“ მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ტელეარხ „მთავარს“ განუცხადა, რომ ისინი ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ეს სჭირდება, კვლავ დაეხმარებიან, მაგრამ აღნიშნულ მოძრაობასთან ალიანსი არ გამოვა. „მათ ღიად დაუჭირეს მხარი ძალადობას“, – თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოძრაობის აქტივისტების ასეთი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან.

კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. ამ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველებს“ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა მხარს.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)

მთავარი თემები