https://sputnik-georgia.com/20210707/rionis-mcvelebTan-TanamSromlobaze-uari-kidev-erTma-organizaciam-Tqva-252242641.html
„რიონის ხეობის მცველებთან“ თანამშრომლობაზე უარი კიდევ ერთმა ორგანიზაციამ თქვა
„რიონის ხეობის მცველებთან“ თანამშრომლობაზე უარი კიდევ ერთმა ორგანიზაციამ თქვა
Sputnik საქართველო
„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველები“ მთავრობასთან პირისპირ მარტო დარჩენით რისკავენ. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T15:13+0400
2021-07-07T15:13+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832974_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_a0940f1c32f8d644d4ea34fd944c3fdb.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კვალდაკვალ „რიონის ხეობის მცველების“ მხარდაჭერაზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის, უარი კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თქვა.„მწვანე ალტერნატივამ“, რომელიც ასევე „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერა გუშინ შეწყვიტა. ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავისი პოზიცია ასევე იმით ახსნა, რომ მათთვისაც მიუღებელია თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, რომელიც რადიკალური, ძალადობის მომხრე დაჯგუფებების გვერდით დადგა.მათი თქმით, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს – კვლავ „რიონის ხეობის გადარჩენის“ მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ტელეარხ „მთავარს“ განუცხადა, რომ ისინი ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ეს სჭირდება, კვლავ დაეხმარებიან, მაგრამ აღნიშნულ მოძრაობასთან ალიანსი არ გამოვა. „მათ ღიად დაუჭირეს მხარი ძალადობას“, – თქვა მან.არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოძრაობის აქტივისტების ასეთი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან.კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. ამ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველებს“ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა მხარს.
https://sputnik-georgia.com/20210706/namaxvanhesis-mowinaaRmdegeebSi-ganxeTqilebaa-mwvane-alternativa-252222476.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832974_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_08e614b31a87036959ae957be8ae3976.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველო
„რიონის ხეობის მცველებთან“ თანამშრომლობაზე უარი კიდევ ერთმა ორგანიზაციამ თქვა
15:13 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველები“ მთავრობასთან პირისპირ მარტო დარჩენით რისკავენ.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კვალდაკვალ „რიონის ხეობის მცველების“ მხარდაჭერაზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის, უარი კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თქვა.
„მწვანე ალტერნატივამ“, რომელიც ასევე „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერა გუშინ შეწყვიტა. ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავისი პოზიცია ასევე იმით ახსნა, რომ მათთვისაც მიუღებელია თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, რომელიც რადიკალური, ძალადობის მომხრე დაჯგუფებების გვერდით დადგა.
მათი თქმით, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს – კვლავ „რიონის ხეობის გადარჩენის“ მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ტელეარხ „
მთავარს“ განუცხადა, რომ ისინი ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ეს სჭირდება, კვლავ დაეხმარებიან, მაგრამ აღნიშნულ მოძრაობასთან ალიანსი არ გამოვა. „მათ ღიად დაუჭირეს მხარი ძალადობას“, – თქვა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოძრაობის აქტივისტების ასეთი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან.
კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. ამ ბრძოლაში „რიონის ხეობის მცველებს“ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა მხარს.