აუდიოჩანაწერები ბერა ივანიშვილის მონაწილეობით:  პროკურატურამ ჩანაწერებს ყალბი  უწოდა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, გამოქვეყნებული ჩანაწერი შედგება ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა.

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გაასაჯაროვა ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეკომპანია TV Pirveli-ის ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები  და ჩანაწერებს მონტაჟი და ფალსიფიკავია უწოდა.

ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
„2011 წელსაა გაკეთებული“ - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერებზე

ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ 6 მარტს გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს.  აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.  

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიოჩანაწერებს მრავლად აღენიშნება რედაქტირების კვალი და ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მტკიცებით, უწყებას არ აქვს ჩანაწერის ორიგინალი, რამდენადაც ტელეკომპანია მის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამიტომაც ექსპერტიზა სიუჟეტის ჩანაწერის მიხედვით ჩატარდა. შედეგად, ჩანაწერში მონტაჟის კვალი 170 ადგილას აღინიშნება. გარდა ამისა, 21 ადგილას სხვა ადამიანების ხმებია გამოყენებული, რომლებიც არ ეკუთვნის ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს. სიუჟეტში ასევე აღმოჩენილია ცალკეული სიტყვების მონტაჟი, რომელთა წყალობითაც იცვლებოდა დიალოგისას ნათქვამი წინადადების შინაარსი.

პროკურატურის ცნობით, ჩანაწერები სპეციალურად შეცვალეს რათა გარკვეული აზრი მიეღოთ და აქედან გამომდინარე ისინი არ შეიძლება რაიმე საქმეში მტკიცებულებად ჩაითვალოს.

ჩანაწერების წარმომავლობა

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ  ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს  2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსმენდნენ. 

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს

 „მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ აუდიოჩანაწერების ფიგურანტებს საერთო არ ჰქონდათ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან, მათი ნომრები კი სხვადასხვა საქმეებში სხვადასხვა სახელებით ფიგურირებდა.

 „ასე რომ, ტელეფონების მოსმენისთვის საბაბი საპროცესი კანონმდებლობის უხეში დარღვევით იქმნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მსგავსი სქემების გამოყენებით უსმენდნენ ასობით ადამიანის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების" წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების კუთვნილ ტელეფონებს.

აუდიოჩანაწერების თემა

ამავე დროს პროკურატურამ გაარკვია აუდიოჩანაწერების წარმომავლობა. კერძოდ, 2011 წელს ივანიშვილის მხრიდან პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ მისი და მისი ვაჟის ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მასობრივი დევნის კამპანია დაიწყო და სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდებოდა. მათ ოჯახის დაცვის წევრებს გადასცემდნენ, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა და რომელიც ამოწმებდა მუქარის შემცველი ინფორმაციის ნამდვილობას. 

TV Pirveli-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
ფარული აუდიოჩანაწერების საქმე: პროკურატურა „TV პირველში“ შესვლას აპირებს

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბერას დაცვის წევრები მუქარის ავტორებს მათ საცხოვრებელ სახლებში ორჯერ შეხვდნენ. გამოძიების ვერსიით, შეხვედრაზე, რომელსაც  აღნიშნული პირების მშობლები და მეზობლები ესწრებოდნენ, მუქარასა და დაშინებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას“ გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა იძიებს ფაქტს, რომელიც შეიცავს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ნიშნებს.

ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების ტელეკომპანიაში გავრცელების წინააღმდეგ საქმე არ მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0