ფარული აუდიოჩანაწერების საქმე: პროკურატურა „TV პირველში“ შესვლას აპირებს

© photo: SputnikTV Pirveli-ს შენობა
TV Pirveli-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ოპოზიციური ტელეარხი, რომლის ეთერში გამოქვეყნდა სკანდალური აუდიოჩანაწერები, წყაროს დასახელებაზე უარს აცხადებს

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მოიპოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება, რომელიც მას უფლებას აძლევს ამოიღოს ელექტრონული მატარებლები ბერა ივანიშვილის (მმართველი პარტიის დამფუძნებლის ვაჟის) მაკომპრომეტირებელი საუბრების აუდიოჩანაწერებით, რამაც ტელეკომპანიის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს >>

ანზორ ჩუბინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ანზორ ჩუბინიძე: არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ზემოქმედება მაქვს განხორციელებული

კერძოდ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას“ გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა იძიებს ფაქტს, რომელიც შეიცავს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ნიშნებს.

ახლა პროკურატურამ მოიპოვა იმ მატარებლების ამოღების უფლება, მათ შორის ტელევიზიის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში იძულებითაც კი, რომელიც ტელევიზიას წყარომ გადასცა და რომლებიც ამ აუდიოჩანაწერებს შეიცავს.

როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ განმარტა, პროკურატურის მიზანია სწრაფად განხორციელდეს ფარული ჩანაწერების მიღება, რათა დროულად დაინიშნოს ექსპერტიზები მათი ავთენტიკურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

„პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია TV Pirveli ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, ტელეკომპანია მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ“, – განაცხადა ცანავამ.

ამასთან, პროკურატურაში უარყოფენ, რომ აუდიოჩანაწერების ამოღების მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდება.

ტელეკომპანია წინააღმდეგია

თავად ტელევიზია აუდიოჩანაწერების გადაცემაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ წყაროს პირდაპირი თუ ირიბი დასახელების უფლება არ აქვს.

ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
„2011 წელსაა გაკეთებული“ - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერებზე

„მოსამართლის ამ განჩინებით ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა, და საბოლოდ ამ ადამიანზე პირდაპირი თუ ირიბი გზების საშუალებით გასვლა. ჩვენი ამოცანაა – წყაროს დაცვა“, – განაცხადა იმ გადაცემის ავტორმა ნოდარ მელაძემ, რომლის ეთერშიც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები.

ამავე დროს ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.

„მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია მზად არის გადასცეს ჩანაწერი, მაგრამ არა – ჩანაწერის ორიგინალის მატარებელი.

„ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი. ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, რომც არსებობდეს, ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა“, – აღნიშნა მშვენიერაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს განჩინება აუცილებლად გასაჩივრდება.

ახალი პროტესტები

სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე განაცხადეს, რომ დაიცავენ ტელევიზიას და TV Pirveli-ს შენობასთან მხარდასაჭერი აქცია დააანონსეს.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოვიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაში სპეცოპერაცია დაუშვებელია, ტელევიზიასთან დაკავშირებული სასამართლო განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.

ყველა ახალი ამბავი
0