05:03 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

სემინარები მიეძღვნება კიბერჰიგიენას, სტრატაპების საფუძვლებს, ტექნოლოგიურ ტრენდებს და მომავლის ტექნოლოგიებს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ქუთაისში 19-20 ივნისს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ტექნოლოგიების ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ღონისძიება ემსახურება ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებას ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და პრობლემებზე.

სემინარების სერია გაიმართება კიბერჰიგიენის თემაზე - რაც ინტერნეტით უსაფრთხო სარგებლობას გულისხმობს, ასევე მეწარმეობის თემაზე (სტარტაპების შექმნა სტუდენტებისთვის) და ტექნოლოგიური ტრენდებისა და სიახლეების თემაზე - მომავლის ტექნოლოგიების შესახებ, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია დღეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვორქშოფების სერიას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართავს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ვორკშოპებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

 

 

მთავარი თემები