ქუთაისში აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alex Shlamov ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
სემინარები მიეძღვნება კიბერჰიგიენას, სტრატაპების საფუძვლებს, ტექნოლოგიურ ტრენდებს და მომავლის ტექნოლოგიებს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ქუთაისში 19-20 ივნისს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ტექნოლოგიების ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ღონისძიება ემსახურება ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებას ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და პრობლემებზე.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
ქართულ სტარტაპებს ბიზნეს-ანგელოზები დაეხმარებიან

სემინარების სერია გაიმართება კიბერჰიგიენის თემაზე - რაც ინტერნეტით უსაფრთხო სარგებლობას გულისხმობს, ასევე მეწარმეობის თემაზე (სტარტაპების შექმნა სტუდენტებისთვის) და ტექნოლოგიური ტრენდებისა და სიახლეების თემაზე - მომავლის ტექნოლოგიების შესახებ, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია დღეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვორქშოფების სერიას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართავს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ვორკშოპებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0