გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს: ცეცხლს ვეთამაშებით

© Sputnik / Alexander Imedashviliსკამი გულების გამოსახულებით
სკამი გულების გამოსახულებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, განაგრძობს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. შემიძლია გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, გააფრთხილა მოსახლეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქორწინო ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
„დაშვებულია ქორწინების რეგისტრაცია და არა ქორწილის გადახდა“: შრომის ინსპექციის განცხადება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ამ დრომდე აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების, იუბილეების, დღესასწაულების გამართვა, ასევე დაკეტილია ღამის კლუბები.

გამყრელიძის თქმით, მსგავსი სოციალური ღონისძიებებისგან სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში უნდა შევიკავოთ თავი. მან აღნიშნა, რომ ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია, მკაცრი ლოკდაუნი აღარ არის და ახლა შედარებით ბალანსირებული დამოკიდებულებაა, რეგულაციების აღსრულებაზე კი უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

„უნდა მოხდეს ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ... მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შრომის ინსპექციის სამსახური სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე. კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ქორწინების სახლი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონია ნებადართულია: მთავრობის გადაწყვეტილება

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ზოგიერთი წესი კვლავ ძალაში რჩება, მაგალითად, პირბადის ტარება, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვა და სხვ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 695-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 352.649-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0