„დაშვებულია ქორწინების რეგისტრაცია და არა ქორწილის გადახდა“: შრომის ინსპექციის განცხადება

© photo: Sputnik / Stringerსაქორწინო ცერემონია
საქორწინო ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების – ქორწილის ნებართვასთან გააიგივა.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი.

„საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებაში ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქორწინების მსურველებმა და თანმხლებმა პირებმა, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს, სარეგისტრაციო სივრცეში უნდა დაიცვან გარკვეული წესები – შენობაში გამოცხადდნენ ნიღბებით და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ქორწინების სახლი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონია ნებადართულია: მთავრობის გადაწყვეტილება

„შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ზოგიერთი წესი კვლავ ძალაში რჩება, მაგალითად, პირბადის ტარება, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვა და სხვ.

ქორწინება და განქორწინება საქართველოში: რა შეცვალა პანდემიამ>>

ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო ქორწინების სახლებში (სივრცეებში) რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან იყო შეჩერებული.

ყველა ახალი ამბავი
0