16:21 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
58 0 0

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დღითი დღე აქტიურდება, მაგრამ ახლა პრობლემა არა მოსახლეობის პასიურობაში, არამედ ვაქცინის დეფიციტშია.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც გაუნაწილებს, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 მლნ დოზა ვაქცინას რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით გაანაწილებს, ასევე გაუგზავნის პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მექსიკას, კანადას, კორეას, დასავლეთ სანაპიროს, ღაზას, კოსოვოს, ჰაიტის, ეგვიპტეს, იორდანიას, ერაყსა და იემენს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან სხვა ქვეყნებს 80 მლნ დოზა ვაქცინა უწილადონ. ამ ვაქცინების 75% ქვეყნებს შორის COVAX–პლატფორმის მეშვეობით გადანაწილდება.

ვაქცინის პირველი 25 მლნ დოზის განაწილება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირველი ტრანშის სახით ვაქცინას ამერიკისგან საქართველოც მიიღებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის მოსახლეობა იცრება ოთხი ვაქცინით: AstraZeneca, Pfizer , Sinopharm და Sinovac. ამ ბოლო დროს ვაქცინებთან დაკავშირებით გარკვეული დეფიციტი შეიქმნა. მარაგების შესავსებად საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან.

გამყრელიძე: საქართველო ზაფხულში 2,3 მილიონზე მეტ ვაქცინას მიიღებს>>

ზაფხულში საქართველო ამერიკული ვაქცინების Jonson&Jonson და Novovax პირველ პარტიებს ელოდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ აიცრა 155.538 ადამიანი, ორჯერადად კი 37.780 მოქალაქე.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები