ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინელი სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ეწვია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 2 ივნისს ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

დენის შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0