15:42 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზის ჩაკეტვის მიზეზი მაისისთვის მოულოდნელი და ანომალური თოვლის მოსვლა გახდა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მაღალმთიანი თუშეთისკენ საავტომობილო გზა გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გზა მთლიანად გაიწმინდა და ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

მოულოდნელი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზა დღის პირველ ნახევარში ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა.

აღნიშნული საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

მთავარი თემები