თუშეთისკენ მიმავალი გზა გაიხსნა

© courtesy of Roads Department of Georgiaთუშეთის გზა
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზის ჩაკეტვის მიზეზი მაისისთვის მოულოდნელი და ანომალური თოვლის მოსვლა გახდა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მაღალმთიანი თუშეთისკენ საავტომობილო გზა გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
თუშეთში თოვლის გამო გზა ჩაიკეტა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გზა მთლიანად გაიწმინდა და ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

მოულოდნელი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზა დღის პირველ ნახევარში ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა.

აღნიშნული საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0