როდის მიიღებს საქართველო Pfizer-ის მილიონ დოზას - გამყრელიძის პროგნოზი

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის ტემპებს და ამ კუთხით არსებულ სტატისტიკას შეეხო.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა სავარაუდოდ მესამე კვარტალში შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„თარიღი არ არის დაზუსტებული. საუბარია, რომ მას მივიღებთ მესამე კვარტალში. ამის საკმაოდ კარგი პერსპექტივაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის ტემპებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა.

„ვაქცინაციის ტემპი უკეთესია, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში. მაისში საშუალო დღიური აცრის რაოდენობა 3.600-3.700-ის ფარგლებში გვაქვს. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე აპრილში და გვინდა მეტი. დაახლოებით, ამ ეტაპზე 4-დან 5 ათასის ფარგლებში რომ იყოს ყოველდღიური აცრების რაოდენობა მაისში და შემდეგ უკვე, აუცილებლად გვინდა 5-7 ათასის ფარგლებში იყოს ივნისში“, - განაცხადა მან.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე რეგისტრაცია იწყება

მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია, მაგრამ საქართველო ვაქცინების დამატებით დოზებს ელოდება.

„ივნისში ასევე ველოდებით AstraZeneca-ს დამატებით დოზებს COVAX-დან და როგორც იცით, პირდაპირი მოლაპარაკებაა ჩინეთთან ნახევარი მილიონი დოზა Sinopharm-ის მიღებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ივნისის მეორე ნახევარი-ივნისის ბოლოსკენ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამ დროისთვის ქვეყანაში ერთდროულად ხდება სამი ვაქცინის ადმინისტრირება. Pfizer-ით  14 ათასამდე ადამიანი აიცრა ორჯერადად. მიმდინარეობს აცრები AstraZeneca-თი როგორც პირველი, ისე მეორე დოზით. ასევე მიმდინარეობს აცრები ჩინური Sinopharm-ით, რომლითაც უკვე დაახლოებით 37 ათასამდე ადამიანია აცრილი და 25 მაისიდან (21-ე დღიდან) იწყება მეორე დოზაზე აცრები. გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ის მეორე დოზაზე უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.

 Pfizer  - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
კომპანია Pfizer: საქართველო აუცილებლად მიიღებს ერთ მილიონ დოზა ვაქცინას

რაც შეეხება Sinovac-ს, მასზე რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო და უკვე 13 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. თბილისში და რამდენიმე რეგიონში უკვე თავისუფალი ადგილები აღარ არის. ამ პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 24 მაისიდან დაიწყება.

„დღევანდელი დღით, ამ სამივე ვაქცინაზე დაახლოებით 100-მდე სამედიცინო დაწესებულებაა მობილიზებული და 230-მდე ამცრელი ბრიგადაა საქართველოს ყველა რეგიონში“, – განუცხადა საქართველოს პირველს არხს ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ამცრელი ბრიგადების და კაბინეტების რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0