ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
საქართველომ Sinovac-ის პირველი 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას მოქალაქეები სპეციალურ პორტალზე შეძლებენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა დღეს, 12:00 საათიდან Sinovac-ის ვაქცინის გაკეთებაზე რეგისტრაციას შეძლებს, ხოლო აცრა 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
Sinovac-ის ვაქცინის დადებითი მხარეები

ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

Sinovac-ის გამოყენება ასევე ნებადართულია 18 წელს ზემოთ პირებისთვის. Sinopharm-სგან განსხვავებით, მეორე ინექციის გაკეთება 14-დან 28 დღემდე ინტერვალშია შესაძლებელი. აღნიშნულ პრეპარატს კოვიდის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

კომპანია Pfizer: საქართველო აუცილებლად მიიღებს ერთ მილიონ დოზა ვაქცინას>>

ჩინურმა Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია 5 მაისს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, Sinovac-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება უკვე აქვს ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0