კომპანია Pfizer: საქართველო აუცილებლად მიიღებს ერთ მილიონ დოზა ვაქცინას

© AFP 2024 / JOHN THYS Pfizer
 Pfizer  - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% აცრილი იყოს.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კომპანია Pfizer-ი მზადაა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთი მილიონი დოზა ვაქცინა გამოუყოს. აღნიშნული ინფორმაცია ფარმაცევტულმა კომპანიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
რომელ ვაქცინაზე არის თავისუფალი ადგილები და სად: ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მხარეები ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

„საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკებები SARS-CoV2-ის საწინააღმდეგო ერთ მილიონ დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე”, – ნათქვამია Pfizer-ის განცხადებაში.

თუმცა, კომპანია არ აკონკრეტებს, როდის და რა პირობებით მიიღებს საქართველო ვაქცინას.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა Pfizer-ის მილიონ დოზა ვაქცინას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.

საქართველომ COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (29 250 დოზა) მიმდინარე წლის მარტში მიიღო.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი. 24 მაისიდან საქართველოს მოსახლეობა აცრის გაკეთებას კიდევ ერთი ჩინური პრეპარატით Sinovac-ით  შეძლებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 101.415 პირი, მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 15.874 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0