რომელ ვაქცინაზე არის თავისუფალი ადგილები და სად: ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 97.153 პირი, მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 15.513 ადამიანი.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. დღეიდან ვებ-გვერდზე Provax.ge ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

Sinopharm-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
თბილისის მთავრობის წევრები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი Provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა. 

ვებ-გვერდიდან დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე:

•        რატომ უნდა ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

•        როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში;

•        რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება;

•        როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა;

•        უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;

•        საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.

ასევე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები,  ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0