თბილისის მთავრობის წევრები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

© photo: Sputnik / Магда Гибелли / გადასვლა მედიაბანკშიSinopharm-ის ვაქცინა
Sinopharm-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, Sinopharm-ის ვაქცინა დედაქალაქის მერის მოადგილეებმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებმა, რაიონების გამგებლებმა და მერიის თანამშრომელთა ნაწილმა გაიკეთა.

ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.

სამშაბათს კი ამავე კლინიკაში თბილისის მერი კახა კალაძე აიცრა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან – Pfizer-ის, 4 მაისიდან კი Sinopharm-ის პრეპარატებით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

კოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა >>

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 97.153 პირი, მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 15.513 ადამიანი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0