კოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა

© AFP 2024 / MIGUEL RIOPAკოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა
კოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ხარვეზი უმოკლეს დროს აღმოიფხვრება და ვაქცინის მეორე დოზით აცრის დაჯავშნას ყველა მსურველი შეუფერხებლად შეძლებს, აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთბაშად ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყებისას სისტემაში ტექნუკური შეფერხება მოხდა, აცრის მსურველებმა რეგისტრაცია ვერ გაიარეს.

დღეს 20:00 საათზე რეგისტრაცია იწყებოდა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზისთვის (18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის) და AstraZeneca-ს პრეპარატით პირველი დოზით ვაქცინაციაზე (45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის). გარდა ამისა, მიმდინარეობს რეგისტრაცია Pfaizer-ის მეორე დოზის მისაღებად.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

„აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია

საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ის პრეპარატით 18 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შუალედით კეთდება. მეორე დოზით ვაქცინაცია 25 მაისს უნდა დაიწყოს.

საქართველომ Sinopharm-ის პირველი 100 ათასი დოზა აპრილში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი დოზისთვის რეგისტრაცია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ორიოდე საათში დასრულდა.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია, 43 ათასი დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინების იმავე რაოდენობის მეორე პარტია ქვეყანამ 6 მაისს მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის და Johnson Johnson-ის ვაქცინებს COVAX–პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0