თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაღალი აქტივობა შენარჩუნდება, რაც ინფექციის გავრცელების პრევენციას სტაბილურს გახდის.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის პროცესმა სერიოზული სახე მიიღო, მოსახლეობის აქტივობაც ნორმალურია, თუმცა საჭიროა კიდევ მეტი აქტივობა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 71 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 2,5 პროცენტს შეადგენს. ცერცვაძის თქმით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელია.

ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
როდის მიიღებს საქართველო Novavax-ის და Johnson&Johnson-ის ვაქცინას – გაბუნიას განმარტება

„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4.800“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე მესამე ტალღის პიკშია. მისი თქმით, ინფექციის გავრცელების სტაბილურობა ვაქცინაციის პროცესსა და მოსახლეობის მაღალ აქტივობაზეა დამოკიდებული.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

© Sputnik / Konstantin Ivanovკორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში - დინამიკა
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში - დინამიკა
ყველა ახალი ამბავი
0