როდის მიიღებს საქართველო Novavax-ის და Johnson&Johnson-ის ვაქცინას – გაბუნიას განმარტება

© photo: courtesy of Ministry of Defence of Georgiaვაქცინაცია საქართველოში
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 70 ათასამდე ადამიანია აცრილი. ამ ეტაპზე ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის პრეპარატებით მიმდინარეობს.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის და Johnson Johnson-ის ვაქცინებს COVAX–პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს დადებითად აფასებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ თავიანთ დოზებს.

„მოკლე ხანში გვექნება Sinopharm-ის დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, ამაში Sinovac-იც დაგვეხმარება. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან ქვეყანას Novavax-ის და Johnson&Johnson-ის ვაქცინები დაემატება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
 აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
AstraZeneca-ს პრეპარატით 45 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან: იწყება რეგისტრაცია

რაც შეეხება Sinovac-ის ვაქცინას, მას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ, გაბუნიას თქმით, საქართველოში მისი გამოყენება უახლოეს დღეებში დაიწყება, რადგან არსებობს „სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა“.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ერთ დღეში 5 ათასამდე მოქალაქის ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ყველა ახალი ამბავი
0