„ჯორჯიან ეარვეისმა“ თელ-ავივში დაგეგმილი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / StringerAirzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
„ჯორჯიან  ეარვეისის“ „ბოინგი“, რომელიც დღეს თელ-ავივის მიმართულებით გაფრინდა, ისრაელიდან საქართველოში 166 ადამიანს ჩამოიყვანს.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დღეისათვის დაგეგმილი რეისი თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით შესრულდება, განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

რეისი თბილისი–თელ-ავივი–თბილისი, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს, 19:10 საათზე იყო დაგეგმილი. თვითმფრინავი საქართველოდან დანიშნულ დროს გაფრინდა და ის ისრაელში ადგილობრივი დროით 20:35 საათზე ჩაფრინდება.

„ერთი საათი გავჩერდებით აეროპორტში. თვითმფრინავი მგზავრების განთავსებისა და უსაფრთხოების ყველა ზომის გადახედვის შემდეგ გამოფრინდება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი „ბოინგი“, ის 166 კაცს ჩამოიყვანს“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ზალკალიანი: საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმას

თვითმფრინავი დღესვე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 01:00 საათზე დაეშვება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ისრაელში საომარი მოქმედებების გამო ამ რეისის განხორციელება საფრთხის ქვეშ იდგა, რადგან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილი იყო.

„ჩვენ 12:00 საათამდე არ ვიცოდით, რეისი შესრულდებოდა თუ არა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხაზზე ვიყავით ისრაელში პარტნიორებთან“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, კოლეგები ისრაელიდან რეისის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა და გარანტიები გვქონოდა, რაშიც დაგვარწმუნეს ისრაელის კოლეგებმა და ამ დროისათვის ისრაელში ჩაფრენისა და გამოფრენის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელდა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. არის მსხვერპლი ორივე მხარეს. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს

თელ–ავივში აცხადებენ, რომ ხუთი ადამიანია მოკლული და 200-ზე მეტი – დაჭრილი. მასმედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში ბოლო სროლებისას ბავშვი დაიღუპა. პალესტინელების მხარეს დაღუპულია 30 ადამიანი, 200-ზე მეტი დაშავდა.

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ-აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0