17:36 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)
127 0 0

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ თუ  ნიკა მელიას რამე სიმპტომი ექნება, მას  აუცილებლად ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

დღეს მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ნიკა მელიასთან.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ადვოკატი ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფ მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა, ამიტომ მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია.

მიუხედავად ამისა, ნიკა მელიას  შესთავაზეს სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც მან უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ნიკა მელია, შესაძლოა, პატიმრობიდან  ამნისტიის გარეშე გათავისუფლდეს>>

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსი 1.271 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 301.535-ს მიაღწია.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)

მთავარი თემები