ნიკა მელია, შესაძლოა, პატიმრობიდან ამნისტიის გარეშე გათავისუფლდეს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება 27 აპრილისთვის იგეგმება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ევროპარლამნტის დეპუტატები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. 

ნიკა მელია სასამართლოზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს – დეტალები

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.

„ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი დეპუტატები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე „ლელოც” მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ინიციატივას შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი და მელიას თანამებრძოლი სალომე სამადაშვილი.

„იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები „ლელოს" ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართავ ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”, – დაწერა სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.

ამ იდეის მომხრეა ასევე დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ შალვა შავგულიძე.

„თუ ნიკა მელია გაათავისუფლდება ამნისტიის გარეშე და, მით უმეტეს, ევროპარლამენტარების თავდებით, ეს ნამდვილად უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს", – აღნიშნა შავგულიძემ. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამნისტია ერთგვარი პატიების ჟესტია

დოკუმენტში, რომელსაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ 19 აპრილს მოაწერეს ხელი, აღნიშნულია, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, ნიკა მელიაც ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შემდეგ კვირაში იქნება ინიცირებული და უმოკლეს ვადებში მიღებული.

ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

მიუხედავად გათავისუფლების გარანტიებისა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმეტს და შევიდეს პარლამენტში მანამ, ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0