რამდენი მსჯავრდებული იხდის სასჯელს ქართულ საპატიმროებში - ახალი სტატისტიკა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საქართველოს ციხეებში 541 პირი - 42 ქვეყნის მოქალაქეა

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 მარტისთვის 9.1425 პატიმარი იყო, რაც საქართველოს მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს.

პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
ვეგანი პატიმარი გლდანის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პატიმართა საერთო რიცხვიდან 1.890 ადამიანი განაჩენს ელოდება, ხოლო 7.235 - სასჯელს იხდის.

ციხეებში 41-დან 49 წლამდე ასაკის მსჯავრდებულები 22,6%-ს შეადგენენ. მთლიანობაში, პატიმართა ასაკი 14-დან 70 წლამდე და მეტია.

1 მარტისთვის საქართველოს ციხეებში იყო 62 არასრუწლოვანი პატიმარი, აქედან 34 მსჯავრდებულია, და 70 წელს ზემოდ 58 პატიმარი, საიდანაც 58 პირი სასჯელს იხდის.

1 მარტისთვის საქართველოს ციხეებში იყო 8.793 მამაკაცი და 332 ქალი.

ბრალდებულთა უმრავლესობა (75,7%) გლდანის ციხეშია მოთავსებული. რაც შეეხება მსჯავრდებულებს, ისინი 13 ციხეზე არიან გადანაწილებული. მსჯავრდებულთა უმრავლესობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებშია. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში 1 მარტისთვის 155 მსჯავრდებული იმყოფებოდა. ხოლო დაბალი რისკის დაწესებულებებში 236 მსჯავრდებული იმყოფება.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ადამიანის რომელი უფლებები დაირღვა საქართველოში – ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიში

მსჯავრდებულთა მოქალაქეობა

მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საქართველოს ციხეებში 541 პირი - 42 ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც სასჯელს იხდიან, არიან ირანის (145), აზერბაიჯანის (105) და რუსეთის მოქალაქეები (82).

ასევე, საქართველოს ციხეებში არიან სომხეთის, უკრაინის, საფრანგეთის, აშშ-ს, ბრაზილიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა

საქართველოში მსჯავრდებულთა მესამედზე მეტი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის. საერთო ჯამში, საქართველოს ციხეებში 3.893 ასეთი მსჯავრდებულია.

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ

მეორე ადგილზე არიან მსჯავრდებულები ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, სექსუალური დანაშაული, ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ. სულ საქართველოში ასეთი 2.994 მსჯავრდებულია.

მესამე ადგილი ეკუთვნის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. საქართველოს ციხეებში 2.923 ასეთი პატიმარია.

ყველა ახალი ამბავი
0