ვეგანი პატიმარი გლდანის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
პატიმარი მოითხოვს, რომ ის უზრუნველყონ მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული საკვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პრაქტიკულად შიმშილობა უწევს

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. გლდანის ციხის ადმინისტრაციას საკუთარ პატიმართან სასამართლო დავა ელოდება.

პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ვეგანი აღმოჩნდა, სასამართლოში სარჩელი ციხის, იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ შეიტანა.

რა პირობებია საქართველოს ციხეებში - სახალხო დამცველის ანგარიში >>

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პატიმარი, რომელსაც სპეციალურ ვეგანურ საკვებზე უარი უთხრეს, მიიჩნევს, რომ თავისი მსოფლმხედველობის გამო ადმინისტრაციის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. სწორედ ამის გამო მან სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი საქმისწარმოებაში უკვე მიიღო და მის განხილვას 18 მარტს შეუდგება.

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ

„მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წელს იგი მოთავსებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან აცნობა ადმინისტრაციას ამის შესახებ და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მოთხოვნის მიუხედავად, პატიმარს არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან, როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, მათ არ ჰქონდათ არც სპეციალური საკვები ვეგანებისთვის, არც მზარეული, რომელიც ვეგანურ კერძებს მოამზადებდა. გარდა ამისა, ვეგანური პროდუქტები არ არის წარმოდგენილი ციხის მაღაზიის ასორტიმენტშიც. შედეგად, პატიმარი ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილს იღებდა, რაც ნორმაზე ბევრად ნაკლები იყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა სპეციალურ საკვებს, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები“, - აღნიშნეს ასოციაციაში.

მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0