ადამიანის რომელი უფლებები დაირღვა საქართველოში – ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიში

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ყოველწლიურ ანგარიშში სახალხო დამცველი შეეხო მედპერსონალის უფლებებსაც, რომელთაც პანდემიის პირობებში წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა

 

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს 2020 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

486–გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელთაც 2020 წელს მოქალაქეები აწყდებოდნენ. ანგარიშში გაანალიზებულია პენიტენციური სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, უფლებამოსილების გადამეტების საკითხები, მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავშეყრისა და მანიფესტაციის თავისუფლება და ა.შ. 

TV Pirveli-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
ფარული აუდიოჩანაწერების საქმე: პროკურატურა „TV პირველში“ შესვლას აპირებს

ანგარიშის ერთ–ერთი ნაწილი ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მაგალითად მოყვანილია ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის სატელეფონო სავარაუდო მიყურადების  და ასევე ტელეკომპანია TV Pirveli–ისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სატელეფონი საუბრების (შესაძლო) მოსმენები.

„მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას.

„2020 წელს, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, კვლავ პრობლემა იყო პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და მკურნალობის შემთხვევები, რაც ცალკეულ შემთხვევაში პაციენტების გარდაცვალებით დასრულდა. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა და გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა“, – აღნიშნულია ანგარიშში. 

ფსიქიატრიული საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რა ხდება თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველმა წლიურ ანგარიშში ყურადღება დაუთმო ასევე „სამედიცინო პერსონალის გაუარესებულ უფლებრივ მდგომარეობას“.

 „უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობდა და მათი 84,6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლები იყო, ხოლო 100% არ იღებდა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობას კვლავ ნაკლებად მიუწვდება ხელი იაფფასიან მედიკამენტებზე, საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კი სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 9,7%–ით არის გაზრდილი“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენი შეშფოთებას გამოთქვამს ოჯახური ძალადობის ფაქტების გახშირებასთან და გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0