პედიატრი: სასურველია მასწავლებლების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

© AP Photo / Carla Carnielვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე საქართველოში იმ კატეგორიათა ჩამონათვალი იზრდება, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით აცრის უფლება აქვს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სასურველია მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფს პედაგოგები და ბაღის აღმზრდელებიც დაემატებიან

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, 30 მარტს კი პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციაც დაიწყო. ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ამჟამად ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა ბავშვებში, რასაც პედიატრი სკოლებისა და ბაღების გახსნას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ სასურველია ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს დროულად დაემატონ განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებიც.

„მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა. სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ბავშვებში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი მეტად უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა მიქელაძემ.

პედიატრი დაავადების გავრცელების ერთადერთ პრევენციულ საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევს.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>

„პანდემიის დასამარცხებლად სულ ცოტა 11 ათასი ადამიანი ყოველდღე უნდა ავცრათ და არა ისე, რომ 25 დღეში აიცრას ეს რაოდენობა, რაც გვაქვს. ქვეყანამ ცოტა რომ ამოისუნთქოს, ყოველდღე სულ ცოტა 3 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – განაცხადა მიქელაძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველოში 55 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია დაიწყო

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვას პედაგოგები და ბაღების აღმზრდელები ახლო მომავალში შეძლებენ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო, 13 მარტს კი პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ პარტიას (86.400 დოზა) აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

რამდენად სანდოა Sinopharm-ის ვაქცინა? – სპეციალისტების განმარტება>>

საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასოა, მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0