21:22 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (132)
7201

მონასტრიდან გარიცხვამდე მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა. მის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დედა სოსანამ მონასტრის წინამძღვრის პატივი თვითნებურად მიითვისა.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციასთან მრევლის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლები მონაზონ სოსანას მხარდასაჭერ აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა. მონასტრიდან გარიცხვამდე კი მეუფემ მონაზონი სოსანა დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა. თბილისში საპატრიარქოსთან გამართული აქციიდან დაბრუნებული მონაზონი და მორჩილი წუხელ მონასტრის ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარ მონაზონ სოსანას და გმობენ მონასტრის ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მონაზონი შენობაში არ შეუშვეს. „ქალთა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ეს  ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და მზადაა, მონაზონს სამართლებრივად დაეხმაროს.

მონაზონი სოსანას განცხადებით, აუცილებელია მონასტრის დატოვებამდე მოხდეს იმ ქონების გადაბარება, რაზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება. მისი მტკიცებით, ამის საშუალებას ეპარქიის ახლადდანიშნული მეუფე სტეფანე არ აძლევს.

„მე იქამდე არ ვაპირებ გასვლას ამ მონასტრიდან, სანამ არ გადავაბარებ მონასტრის ქონებას. მანამდე არ ვაპირებ წასვლას ამ ეპარქიიდან, სანამ კარგად არ ავწონ-დავწონი, სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო", - განაცხადა მონაზონმა.

დაპირისპირება მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი>>

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მონაზონი სოსანა იმ სასულიერო პირებს მიეკუთვნება, ვინც მხარს ჭყონდიდის ეპარქიის  ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერს, ახალ მიტროპოლიტს აკრიტიკებს და დაუმორჩილებლობას უცხადებს. 

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (132)

მთავარი თემები