08:06 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა მოიძია Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი სამი ათასი დოზა, რომლის დაჯავშნა დღეიდან იყო შესაძლებელი

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. დღეს საქართველოში Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია განახლდა, ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა გაავრცელა.

COVID-ვაქცინაცია საქართველოში: რამდენი სერიოზული გართულება დაფიქსირდა აცრის შემდეგ >>

მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციაზე 14 აპრილამდე ყველა ვიზიტი დაიჯავშნა, გამოჩნდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო რეგისტრაცია კიდევ სამი ათას დოზაზე. მედიკოსებს და 65 წელს ზემოდ ასაკის პირებს დღეს 15 აპრილისთვის ვიზიტის დაჯავშნა 18:00 საათიდან შეეძლოთ. ამ დროისათვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა და პრეპარატის დამატებითი დოზები უკვე დაჯავშნილია.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო.

დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები, სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები.

საქართველოში სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების Pfizer-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან დაიწყება და ექვს სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

  • თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და „ამტელ ჰოსპიტალ“ კლინიკა.
  • ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
  • ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ (https://booking.moh.gov.ge/), ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ მედიკოსებმა და 65 წელს ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფმა ჩაიტარეს. ამ დროისათვის სულ 8.536 ადამიანი აიცრა. აქედან 6.780 ადამიანი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, ხოლო Pfizer-ის ვაქცინით – 1.756. ბოლო დღე-ღამეში აიცრა 1.055 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca–ს პრეპარატით, 30 მარტიდან კი Pfizer–ით დაიწყო. ამ ეტაპზე  მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ. აღნიშნულ პრეპარატებს მალე ჩინური წარმოების 100 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება.

 

მთავარი თემები