08:00 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)
160 0 0

ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22. 

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში  სერიოზული გვერდითი გართულება დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დღეს - 1.467-მა, ჯამში კი 8.536 ადამიანმა ჩაიტარა.

ზახაშვილის განმარტებით, 27 შემთხვევიდან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი - რეანიმაციული ღონისძიებები.

„გვერდითი მოვლენები და რეაქციები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო.

დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები, სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)

მთავარი თემები