COVID-ვაქცინაცია საქართველოში: რამდენი სერიოზული გართულება დაფიქსირდა აცრის შემდეგ

© REUTERS / MOHAMMAD ISMAILვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22. 

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში  სერიოზული გვერდითი გართულება დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
კორონავირუსით რეინფიცირების რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დღეს - 1.467-მა, ჯამში კი 8.536 ადამიანმა ჩაიტარა.

ზახაშვილის განმარტებით, 27 შემთხვევიდან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი - რეანიმაციული ღონისძიებები.

„გვერდითი მოვლენები და რეაქციები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე საქართველოში – ბოლო მონაცემები

დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები, სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0