აჭარის მთავრობა სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© Sputnik / Alex Shlamovსტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიიღო. სწავლა დაუფინანსდება რეგიონში მცხოვრებ 650 სტუდენტს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ>>

თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე მიიღო.

„ჩვენ გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება – სრულად დაფინანსდეს პრაქტიკულად ყველა განაცხადი, რომელიც შევიდა აჭარის განათლების სამინისტროში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სტუდენტური აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
აქცია განათლების სამინისტროსთან – სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ

მისივე განცხადებით, სწავლა დაუფინანსდება 650 სტუდენტს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებობების მქონე ოჯახებიდან, მაღალმთიანი აჭარიდან და ქობულეთიდან.

პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი სტუდენტი დატოვა სასწავლებლის გარეთ. მათ სწავლის საფასურის დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი. სტუდენტებმა სწავლის საფასურის განახევრების და სტატუსის აღდგენის მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0