აქცია განათლების სამინისტროსთან – სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ

© Sputnik / Alex Shlamovსტუდენტური აქცია
სტუდენტური აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არც პირველი და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი აქციაა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 75 ათასს აჭარბებს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმ სტუდენტების მორიგი აქცია გაიმართა, რომლებსაც სწავლის საფასურის დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი.

განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები საკითხის გადაჭრას მოითხოვენ>>

შეკრებილებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ – მათთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის განახევრება.

ისინი ასევე განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას მოითხოვენ.

სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო
სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

ამავე მოთხოვნებს შეიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრეს-ცენტრის“ პეტიცია, რომელსაც 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. სტუდენტები ასევე მოითხოვენ კანონის მიღებას, რომელიც სწავლის საფასურს დაარეგულირებს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან მათ უამრავი პრობლემა გაუჩნდათ და ეს მხოლოდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული. მათ მოუწიათ ონლაინ–სწავლებაზე გადასვლა, გაჩნდა უწყვეტი ინტერნეტის, ტექნიკის საჭიროება. არიან ოჯახები, სადაც, მაგალითად, ორი სტუდენტია და მათ ერთდროულად სჭირდებათ კომპიუტერი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 75 803 სტატუსშეჩერებული სტუდენტია.

ყველა ახალი ამბავი
0