02:23 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)
96 0 0

Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად უკვე დარეგისტრირდა 6 ათასზე მეტი ადამიანი, მაშინ, როცა AstraZeneca-თი 15 მარტიდან სულ 5 ათასი აიცრა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უპირატესობას უფრო Pfizer-ის ვაქცინას ანიჭებენ, ვიდრე AstraZeneca-ს.

თუ ფილერს იყენებთ: Pfizer-ით აცრის შემთხვევაში რა გართულებებზე საუბრობს გამყრელიძე>>

ამჟამად საქართველოში სწორედ ეს ორი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. 25 მარტიდან მედპერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ ასაცრელად დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და, ამასთან, ორ ვაქცინას შორის არჩევანი გააკეთონ.

როგორც აღმოჩნდა, ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში Pfizer-ის ვაქცინაზე დაახლოებით 6.080 ადამიანი დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც AstraZeneca-ს ვაქცინაზე მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე – 5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი.

ეპიდემიოლოგები 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის მესამე ტალღა და, შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დასახულ მიზანთან მისაღწევად დღეში 3 ათასზე მეტი ადამიანი უნდა აიცრას.

ცნობილია, როდის შემოვა საქართველოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა>>

მისი თქმით, პროგრამამ სწრაფად და კარგად მოიკრიბა ძალები, მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა (მედდის გარდაცვალება ვაქცინაციის შემდეგ), რამაც აქტიურობა მკვეთრად შეამცირა.

„დღეს უკვე 10 ათასზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა“, – განაცხადა გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო სფეროს 4.152 წარმომადგენელი აიცრა.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა გუშინ ჩამოვიდა (30 ათასამდე დოზა). ამ პრეპარატით აცრა 30 მარტიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ვაქცინაციის ჩატარება (შერჩევით „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის) შეუძლიათ მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ პირებს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)

მთავარი თემები