კორონავირუსზე, სავარაუდოდ, 100 ცნობილ ადამიანს „ურიგოდ" აცრიან

© AP Photo / Visar Kryeziuვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა საკმარისი არ იქნება, აცრებს 65-75 და ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებთან ერთად 55 წლის ზემოთ ადამიანებსაც ჩაუტარებენ.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოყოს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირი დღეიდან COVID-ვაქცინების ექსპორტის წესებს ამკაცრებს>>

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება, აცრა ჯერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უტარდებათ.

ვაქცინაცია AstraZeneca–ს პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კორონავირუსზე 65 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაცია 25 მარტიდან დაიწყება

AstraZeneca-ს პრეპარატით საჯაროდ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალციხეში AstraZeneca-თი გამოწვეული გართულებების შედეგად 27 წლის ექთანი გარდაიცვალა. ამის გამო საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ უნდობლობამ იმატა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისთვის, თუმცა ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა, აღნიშნა მან.

25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 65-დან 75-წლამდე და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა>>

თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ გამოჩნდება, რომ მოქალაქეების აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, აცრებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფსაც.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზეც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

ყველა ახალი ამბავი
0