რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე საქართველოში – ბოლო მონაცემები

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 5 350 ადამიანი. აქედან ნახევარზე მეტი უკვე აიცრა.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 2.719 ადამიანი აიცრა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

სულ ვაქცინაციისთვის ამ ეტაპზე 5.350 ადამიანია დარეგისტრირებული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიურად ჩაერთვება.

AstraZeneca–ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ღარიბაშვილი: სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი

ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური განცხადებები იყო AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ. თუმცა ამ დროისათვის არც ევროპის მარეგულირებელ ორგანო და არც ჯანმო არ ადასტურებენ AstraZeneca-ს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გვერდით მოვლენებთან, განაცხადა გაბუნიამ.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ცრიან ექიმებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, იყვნენ მეტად აქტიური და ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოში ვაქცინაცია ჯერჯერობით მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ტარდება. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ამავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟრაძემ და სხვა ცნობილმა ექიმებმა.

დღეს აცრას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0