ღარიბაშვილი: სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი

© AP Photo / Kay NietfeldAstraZeneca–ს ვაქცინა
AstraZeneca–ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ვაქცინაცია მალე მოქალაქეების სხვა ჯგუფებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

სერგეენკო: ვაქცინაციაზე ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია>>

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაპირველად საქართველოში ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყო. 17 მარტიდან დამატებით ვაქცინაციის 35 პუნქტი გაიხსნა, 19 მარტიდან კი კიდევ 23 პუნქტი ამოქმედდება.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

პირველ ეტაპზე ჯამში ვაქცინაციის პროცესში 80-ზე მეტი დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0