რესტორატორები: უქმე დღეებში საქმიანობის შეზღუდვა სრულყოფილ მუშაობაში გვიშლის ხელს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის მთავარი პრობლემა „კომენდანტის საათია“, რადგან საათობრივი შეზღუდვა რესტორნებს დიდ ზარალს აყენებს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მიმდინარე კვირიდან სავაჭრო ცენტრები საქმიანობას უქმე დღეებშიც შეძლებენ, მაგრამ ეს არ ეხება რესტორნებს, რომლებმაც შიდა სივრცეებში ფუნქციონირების უფლება 8 მარტიდან მოიპოვეს. 

რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
თბილისის რესტორნები მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარადგინა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს. ობიექტების მეპატრონეები ვალდებული არიან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარონ. მათ არ ექნებათ 60-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება, კვლავ აკრძალულია სოციალური ღონისძიებების გამართვა. გარდა ამისა, 1 აპრილამდე იკრძალება ცოცხალი მუსიკის შესრულება.

როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, სარესტორნო ბიზნესს „კომენდანტის საათი“ და შაბათ-კვირის ე.წ. ლოკდაუნი სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

„დღევანდელ რეალობაში რესტორნებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ აქვთ. გარდა საერთო მოქმედი შეზღუდვებისა, ცოცხალი მუსიკაც აკრძალულია. აუცილებელია ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს და დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს. მიუხედავად იმისა, რომ უფლება გვაქვს მომხმარებელი შიდა სივრცეებშიც მივიღოთ, ეს რესტორნის დატვირთვის 20%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც გასულ კვირაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა,  მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან სარესტორნო ბიზნესი ფუნქციონირებას შიდა სივრცეებშიც შეძლებს, ცოცხალი მუსიკის შესრულებაზე აკრძალვა აპრილამდე ძალაში იქნება.

„საზკვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკის შესრულება ღონისძიების მასშტაბის დამატებით ზრდას იწვევს. როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე, როგორც რეგულაციების დაცვა რთული ხდება", – განაცხადა ბექა ფერაძემ. 
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების თხოვნით. მათი განცხადებით, „კომენდანტის საათი“ ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე და ზრდის ოპერირების ხარჯებს, რაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს დამატებით მძიმე ტვირთად აწვება.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა და აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს. შესაბამისად, რესტორნებს მათთვის „პიკის საათებში“ საქმიანობა ეკრძალებათ. 

ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს „კომენდანტის საათის“ გაუქმებას. ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც, პირბადის ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად, საქართველოში მოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

საქართველოში რესტორნების გარე სიცრცეები 15 თებერვლიდან გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0