12:15 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (509)
88 0 0

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. COVAX-პლატფორმაზე იდენტიფიცირებულია 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, გუშინ COVAX-პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული სქემა იმ 140 ქვეყნისა, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები - AstraZeneca და Pfizer პირველ ეტაპზე მიეწოდებათ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ქვეყნებს შორისაა იდენტიფიცირებული 18 ქვეყანა (მათ შორის საქართველო), რომლებიც გამონაკლისის წესით მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, Pfizer-ის  ვაქცინის (29 250 დოზა) მისაღებად  დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება.

„ამის შემდეგ გვექნება საშუალება, კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე. სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა ვაქცინა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, გაბუნიას ინფორმაციით, COVAX-პლატფორმაზე მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც საქართველომ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს.

„თავდაპირველად მითითებული იყო 314 ათას დოზამდე. თუმცა, ეს რაოდენობა  განსაზღვრული იყო ივნისის ბოლომდე. COVAX–ი აზუსტებს, რომ 129 600 დოზა არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება. ახლა ველოდებით კონკრეტულად ავიარეისის თარიღს, როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ამას ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. 

უფრო ადრე ერთ–ერთ ქართულ მასმედიაში COVAX–პლატფორმაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატის ავტორიზაცია მოახდინეს, ასევე გააფორმეს შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა COVAX–პლატფორმას უჩივლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო არ იყო მზად.

ამასთან, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (509)

მთავარი თემები