კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.137-ს მიაღწია.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 337 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 175 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 37, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 33, შიდა ქართლი – 21, კახეთი – 18, აჭარა – 17, ქვემო ქართლი – 15, გურია – 13, მცხეთა-მთიანეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 264.047-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.485-ს მიაღწია.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა – რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.579 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.542 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, იმერეთში – 285, აჭარაში – 165.

277 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 110 პირი, მათგან თბილისში – 73, იმერეთში – 11, აჭარაში – 8. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 167 ადამიანი, მათ შორის 107 – თბილისში, 54 – აჭარაში, 3 – იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 86. თვითიზოლაციაში იმყოფება 7.970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.879 პირი, იმერეთში – 633, აჭარაში – 443.

COVID-19 საქართველოში – 26 თებერვლის მონაცემები>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.137-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0