COVID-19 საქართველოში – 26 თებერვლის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარდა 25.436 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.137-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 320), გარდაიცვალა – 3.485 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.542 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 167 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 25.436 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.311, PCR–ტესტით – 8.125.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0