11:20 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (315)
126 0 0

ხელისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ქვეყანას ექნება შესაძლებლობა უფრო სწრაფი ტემპით სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას სჭირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

დღეს საქართველოს პერმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ქვეყნის ვაქცინაციისთვის მზადებისა და ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილეს.

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

„ქვეყანა ვაქცინაციის დასაწყებად თითქმის მზადაა. ამ ეტაპზე განიხილება AstraZeneca-ს ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე Pfirzer-ის ვაქცინაზეც. განვიხილავთ იმ ვაქცინებსაც, რომლებიც ავტორიზაციის პროცესს ახლა გადიან და რომლებიც ეტაპობრივად დაემატება COVAX-პლატფორმას. მათი მიღება მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პრობლემები არაა და ვაქცინა საქართველოში თებერვალ–მარტში გამოჩნდება. 

საქართველო ვაქცინის მისაღებად და იმუნიზაციის დაწყებისთვის მზადაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად სპეციალური პირობები – ე.წ. ცივი ჯაჭვია საჭირო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ქვეყნის ის კლინიკები, რომლებსაც საამისოდ შესაბამისი რესურსები გააჩნიათ. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო გააგრძელეს მუშაობას იმისთვის, რათა ვაქცინაციამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიცვას. კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 40–47% ვაქცინაციის ჩასატარებლად მზადაა. 

საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – ამცრელი, ექიმი, ვინც პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით გამოკითხავს და ასევე რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში პიროვნების მონაცემებს შეიყვანს. თითოეულმა ბრიგადამ დღეში 40–42 ადამიანის აცრა უნდა განახორციელოს.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (315)

მთავარი თემები