AstraZeneca-ს ვაქცინას ბავშვებზე გამოცდიან

© AP Photo / Alessandra Tarantino AstraZeneca-ს ვაქცინა
 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
კვლევაში, რომელიც კლინიკური ცდების მეორე ეტაპს წარმოადგენს, მონაწილეობას მიიღებს 300 მოხალისე, საიდანაც 240-ს ვაქცინაცია ჩაუტარდება

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებს 6-დან 17 წლამდე ბავშვებზე ჩაატარებს. იუწყება სააგენტო Reuters უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

„უნივერსიტეტი იწყებს ChAdOx1 nCoV-19 ვაქცინის უსაფრთხოების კვლევას... მოზარდებსა და ბავშვებზე. კვლევები ჩატარდება სამ ცენტრში ლონდონში, საუთჰემპტონში და ბრისტოლში. წინა კვლევებმა აჩვენა ვაქცინის უსაფრთხოება მოზრდილთათვის, ახალი ცდები კი დაგვანახებს, გამომუშავდება თუ არა საკმარისი იმუნური პასუხი ChAdOx1 nCoV-19-ზე 6-17 წლის ასაკის ბავშვებში“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

„ჩვენ შეცდომა დავუშვით“: ვაქცინის დეფიციტმა ევროკავშირი „სპუტნიკ V-ზე“ დააფიქრა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
„ჩვენ შეცდომა დავუშვით“: ვაქცინის დეფიციტმა ევროკავშირი „სპუტნიკ V-ზე“ დააფიქრა

კვლევაში, რომელიც კლინიკური ცდების მეორე ეტაპი გახდება, მონაწილეობას მიიღებს 300 მოხალისე, საიდანაც 240-ს ვაქცინას გაუკეთებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობას არ ემართება კორონავირუსი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ (ინფიცირების შემთხვევაში) თავი შეუძლოდ იგრძნონ, მნიშვნელოვანია, ვაქცინის შედეგად იმუნური პასუხი ბავშვებსა და მოზარდებში გამომუშავდეს“, - მოყვანილია განცხადებაში პრეპარატის მთავარი შემქმნელის, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ენდრიუ პოლარდის სიტყვები.

მოსალოდნელია, რომ მოხალისეები პირველ აცრებს უკვე თებერვალში მიიღებენ. ადრე ინგლისის მთავარი ექიმის მოადგილე ჯონათან ვან-ტამმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდები ბავშვებზე უკვე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0