ვაქცინაცია ჩიპიზაცია არაა: საპატრიარქო კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს პასუხს გასცემს

© photo: Sputnikსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
წმინდა სინოდმა განიხილა ასევე დავით-გარეჯის თემა და სხვა საკითხები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა

თბილისი, 11 თებერვალი  – Sputnik. საპატრიარქო არ გამოდის ვაქცინაციის წინააღმდეგ და არ განასხვავებს აცრილ და აუცრელ ადამიანებს, განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ სინოდის სხდომის შემდეგ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კონსპირაციული თეორიების მოყვარულთა ძირითადი თემაა. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში აქტიურად განიხილება შეხედულება იმის შესახებ, რომ ვაქცინასთან ერთად მოქალაქეების ორგანიზმში თხევადი ჩიპები შეჰყავთ.

სინოდის სხდომა 11 თებერვალს - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
აკურთხებს თუ არა ეკლესია ვაქცინაციას – ქართველ მღვდელმსახურთა მოსაზრებები იყოფა

„ჩვენ ვაქცინაციის საკითხი განვიხილეთ... ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია. ეს სუფთა ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ეკლესია არ განასხვავებს ერთმანეთისგან იმ ადამიანებს, ვინც ჩაიტარებს ან არ ჩაიტარებს ვაქცინაციას. 

ვაქცინის თემის გარდა, წმინდა სინოდმა განიხილა ასევე დავით-გარეჯის თემა და სხვა საკითხები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა.

დავით–გარეჯის თემა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აქტუალურია. ამ ეტაპზე სამონასტრო კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

მოსალოდნელია თუ არა ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები >>

კარტოგრაფების საქმე, რომლებსაც ბრალად ედებათ რუკების დამალვა, რის გამოც საქართველოს შეიძლება საკუთარი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, მათ შორის დავით–გარეჯის ნაწილი დაეკარგა, ქართული ეკლესიის ინტერესს წარმოადგენს. საპატრიარქომ ხელისუფლებისთვის ბოლო მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგის გაგრძელება და სამონასტრო კომპლექსის საქართველოს კონტროლის ქვეშ დაბრუნება.

ყველა ახალი ამბავი
0