10:07 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
618 0 0

ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან და ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მომხრე ვარ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით პირბადე სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც ატარონ, განუცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან და ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დაწყებით კლასებში კი ეს მშობლის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

გარდა იმისა, რომ პირბადის ტარება ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის აუცილებელია, კულუმბეგოვის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა მისი სწორად გამოყენება შეძლონ.

„პირბადესთან მიმართებაში მე მაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ნებისმიერი სკოლის ასაკის მოსწავლესთან... ბევრი მუშაობაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ მათ სწორად გამოიყენონ პირბადე. იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის და უწყვეტი განათლების სისტემის მისაღწევად  ეს აუცილებელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სპეციალისტმა პირბადის აუცილებლობაზე საუბრისას აშშ-ს მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი პირდაპირ მოუწოდებს  დაწყებით სკოლებში პედაგოგებსა და მშობლებს, რომ ბავშვებს პირბადის მნიშვნელობაზე ესაუბრონ.

1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა სასწავლო პროცესი ორი კვირით ადრე, 15 თებერვალს განახლდება.

მთავარი თემები