საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშიპლანშეტი
პლანშეტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" საერთაშორისო მოძრაობაა, რომელსაც ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან" (Safer Internet Day 2020) დაკავშირებით ონლაინ–კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
მოსწავლეები და მასწავლებლები ინტერნეტზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ: რა ეღირება პაკეტი

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" 2005 წლიდან თებერვლის მეორე კვირის სამშაბათს აღინიშნება. მისი მიზანი ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

საქართველო უერთდება მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რაც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ-უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ“, – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ–კონფერენციაზე იმსჯელებენ ამ მიმართულებით საქართველოში გაწეული საქმიანობის შედეგებზე, მიმდინარე პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ საქართველოში პირველად 2019 წელს აღინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ–საზოგადოება „საქართველოს" ორგანიზებით.

ყველა ახალი ამბავი
0