12:21 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (333)
136 0 0

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია „საცობებისა“ და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ძველი „ყვითელი ავტობუსების“ ახლით ჩანაცვლების პროცესი მთავრდება, დამატებით შესყიდული გვაქვს 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია მომავალში 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენასაც გეგმავს. პარალელურად დაწყებულია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამაც. 

„დედაქალაქში აღარ იმოძრავებს ყვითელი ავტობუსები, მოსახლეობას მხოლოდ ახალი 8-, 10- და 12-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება. თუმცა, ამას სასურველ შედეგამდე მაინც არ მივყავართ. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იყოს მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი... გვჭირდება კიდევ ახალი ავტობუსების შეძენა. იგეგმება 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა“, – განაცხადა კალაძემ.

დღეისათვის თბილისის ავტოპარკი MAN-ისა და ISUZU-ს მარკის რამდენიმე ასეული ავტობუსითაა შევსებული.

თემები:
თბილისის მერია (333)

მთავარი თემები