სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი აბაშის მკვიდრი იყო. ის სენაკის კლინიკა „სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით აბაშის მცხოვრები 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ინფორმაციით, მამაკაცი „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობდა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 126 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში 20 ადამიანი იმყოფება.

რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 224 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0