თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 126 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 224 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა.
ფოთის კლინიკაში 41 ინფიცირებულია მოთავსებული – მძიმე პაციენტია ოთხი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 19 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 40 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს და მძიმე მდგომარეობაშია ერთი პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია