თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით აბაშის მცხოვრები 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ინფორმაციით, მამაკაცი „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 126 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში 20 ადამიანი იმყოფება.
რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 224 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.
ნიკა ლატარია